თბილი დღეების მოსვლისთანავე, სულ უფრო ხშირად გავდივართ ბუნებაში ,ან საკუთარი სახლის ტერასაზე ,და სუფთა ჰაერზე ვსადილობთ.ბუნებაში ყველაზე პოპულარული კერძი შეიძლება ჩაითვალოს ნაკვერჩხალზე შემწვარი ხორცი და ბოსტნეული. ამასთან, მათი მომზადების მნიშვნელოვანი ასპექტია გრილი ან მაყალი, რომლის ხარისხი განსაზღვრავს შემწვარის ხარისხს, გემოს შენარჩუნებას და პროდუქტის სასარგებლო თვისებებს.
UNO-ს იერსახე,ფუნქციები და დიზაინი
შეშის გრილის დადებითი მხარეები:
- ხელმისაწვდომი საწვავი შეშის ან ხის ფიჩხის სახით.
- საკვების მომზადების მარტივი და მოსახერხებელი გზა.
- ხორცისა და ბოსტნეულის წარმოუდგენელი არომატის მიღება.
თანამედროვე ტიპის ტექნიკა ჰარმონიულად აერთიანებს ლაკონურ დიზაინს და სამზარეულოს მოწინავე ტექნოლოგიას.
დიდი პოპულარულობით სარგებლობს მრგვალი გრილი. ის არ იკავებს დიდ ადგილს, არ აქვს მკვეთრი კუთხეები. მათი განთავსება შესაძლებელია როგორც გარეთ, ისე ფაცხაში. სხვადასხვა მოდელები აღჭურვილია ტიხრებით, სადაც შეგიძლიათ მოხერხებულად განათავსოთ თქვენი სამზარეულოს ჭურჭელი. გრილის საშუალებით შესაძლებელია მოწყობილობის გამოყენება როგორც ცეცხლის დასანთებად და ბარბექიუსთვის,ასევე შამფურის მწვადის შესაწვავად.ადვილად აკონტროლებთ შეწვის პროცესს.
UNO-ს გრილის თანამედროვე მოდელები ჰარმონიულად აერთიანებს ბუხრის და სამზარეულოს შესაძლებლობას. უნიკალური დიზაინის მოწყობილობებს ცეცხლი შუაში აქვთ, ხოლო გვერდებზე საჭმლის მომზადება შეიძლება. სამზარეულოს პროცესის კომბინაცია მყუდრო ატმოსფეროსთან ერთად კიდევ უფრო მეტ ამბიციას მატებს.მეგობრებთან საღამოს გატარება სასიამოვნო ხდება.
შეშის გრილის არჩევა:
სანამ გრილს შეიძენთ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენთვის იდეალური ვარიანტი:
- სიმაღლე. მათ, ვისაც დგომის დროს მომზადება მოსწონს, უნდა აირჩიონ მაყალი დაახლოებით 75 სმ. უფრო კომპაქტური ვარიანტებისთვის ყურადღება უნდა მიაქციოთ (45 სმ სიმაღლისა)(და მხოლოდ (20 კგ) წონის მოდელებს.ისეთი პატარა გრილი შეგიძლიათ თან ატაროთ.
- ხარისხი. კოცონის იდეალური თასები დამზადებულია ლითონის მთლიანი ნაწილისგან. წარმოების ეს მახასიათებლები,აგრძელებს პროდუქტის სიცოცხლის ხანგრძლივობას და იცავს მას დეფორმაციისგან.
- სადგამი უნდა იყოს მყარი.იდეალურ ვარიანტად ითვლება სადგამი, გამძლე ფოლადით,აღჭურვილი დამატებითი სავენტილაციო სისტემით .წარმოების ეს ტექნოლოგია ,ხელს უწყობს შეშის თანაბრად დაწვას.გამორიცხავს გადახურებას და აუმჯობესებს ცხელი ჰაერის ცირკულაციას თასის შიგნით.
- სავენტილაციო სისტემამ უნდა უზრუნველყოს სითბოს ცირკულაცია მოწყობილობაში, რითაც დაზოგავს საწვავს თასის გაცხელების დროს.
- საკვების მოსამზადებელი ზედაპირი საკმარისად დიდი უნდა იყოს, რომ საკმარისი საკვები გქონდეთ მეგობრებისთვის მოთავსებული.
გრილის სისუფთავის შენარჩუნება ადვილია. თანამედროვე მოდელების გაწმენდა მარტივია. დამატებით მოვლას არ საჭიროებს.