123
slide_3
slide_2
1234

ჩვენ ინსტაგრამზე ვართ

წარმოგიდგენთ UNO-ს
ინოვაციურ მწვადის გრილებს

თანამედროვე გრილი-მაყალის ასორტიმენტი UNO

მრავალფუნქციურია, სულ რაღაც რამოდენიმე მოძრაობაში ის საშუალებას გვაძლევს მოვამზადოთ უამრავი ,გემრიელი და ჯანსაღი კერძი. ინოვაციური ლანგარი საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ წვის პროცესს. საკვები მზადდება გაცილებით გემრიელი, ვიდრე ჩვეულებრივ სამზარეულოში მომზადების შემთხვევაში.

UNO-ს ხაზი:

ხაზში შედის მრავალფუნქციური მაყალის ორი ვარიანტი, რომლებიც განსხვავდებიან ზედაპირის ზომის და სიმაღლის მიხედვით. UNO-იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს საღამოს გატარება ცეცხლთან და მეგობრებთან ერთად. მისი სიმაღლეა (45-სმ)ეს საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის კომფორტულად, სავარძელში ჯდომით მოვამზადოთ საკვები. მცირე ზომა და წონა (20კგ)შესანიშნავია გადაადგილებისთვის. UNO+ მეორე მოდელია. მისი წონა (26კგ),სიმაღლე (75 სმ). საყვარელი კერძების მომზადებისას თავს იგრძნოთ ნამდვილ შეფ-მზარეულად. UNO+ს საშუალებით მარტივია სადილის მომზადება ერთდროულად რამოდენიმე ადამიანისთვის. ორივე მოდელი წარმოდგენილია იმავე დიზაინში.მასალა არის უმაღლესი ხარისხის ნახშირბადოვანი ფოლადი.(თუჯი)

ფიალისებური ცეცხლის დასანთები:

მაყალის საფუძველი მთლიანად მეტალია.მისი სისქეა 3მმ. თასი მზადდება ნახევარსფეროსებრი და მასში არ არის შედუღების ნაშთები.ეს უზრუნველყოფს ხარისხს და გამძლეობას! სტრუქტურას მაღალი ტემპერატურის გავლენა არ ემუქრება ,ვინაიდან ნახშირბადოვანი ფოლადი რომლისგანაც ის მზადდება, უძლებს ძლიერ სიცხეს.

ვენტილაცია:

ფიალისებურ ძირში და გრილში არის სავენტილაციო არხები. მათი საშუალებით ჰაერი თავისუფლად ცირკულირებს თასის შიგნით. მას შემდეგ რაც წნევა იქმნება შიგნით, ცეცხლი უპრობლემოდ დაინთება,ხოლო შეშას ეკონომიურად დაწვავთ. ასევე, ვენტილაციის წყალობით მუდმივი ტემპერატურა იქმნება. გრილის ძირი არ ხურდება. მიწაზე ბალახის ან ფოთოლის დაწვის საფრთხე არ გემუქრებათ.

დგამი:

ცეცხლის თასი დამონტაჟებულია კონუსურ ფეხზე. დგამის ქვედა ნაწილი დახურულია,შესაბამისად ნაცარი და ნაკვერჩხალი მიწაზე არ იყრება.

ფეხში,ისევე როგორც ცეცხლოვან თასში, არის ვენტილაციის არხები. ის ხელს უწყობს ტემპერატურისა და ჰაერის გაცვლის რეგულირებას. როდესაც თბება, სტენდი სითბოს გამოყოფს. მისი ტემპერატურა არც ისე მაღალია, რომ დაწვის საშიშროება იყოს.

სტენდი არა-მარტო საყრდენს ემსახურება, არამედ ის აგროვებს ნაცარს და ნარჩენებს ცეცხლის თასში(ხის დაწვით წარმოქმნილს). ნაცრის მიმღები საკმაოდ დიდია. მაშინაც კი, თუ გრილი ხშირად გამოიყენება, მისი გაწმენდა მხოლოდ თვეში ერთხელ უნდა მოხდეს.

ზედაპირი შეწვისთვის:

UNO-ს კონსტრუქციები აღჭურვილია სპეციალური შესაწველი ზედაპირით, რათა მათზე გემრიელი კერძების მომზადება შეძლოთ. ზედაპირი დამზადებულია დისკის სახით, ცენტრალური ნაწილისკენ ოდნავ ჩაზნექილი, დამზადებულია 6 მმ მაღალი ნახშირბადოვანი ფოლადისაგან.

ზედაპირის მცირე დახრა საშუალებას იძლევა ზედმეტი ზეთი და ცხიმი გადინდეს ცეცხლის თასში. ეს ხელს უშლის ჩამოსხმას და გაცილებით ამარტივებს გაწმენდას საკვები ნარჩენებისგან. საწვავი ზედაპირი ადვილად შეიძლება მოიხსნას და დაუბრუნდეს თავის ადგილს. ეს არ საჭიროებს რაიმე სპეციალური ინსტრუმენტის გამოყენებას. დისკი თასზე დამონტაჟებულია ფეხების გამოყენებით. ცეცხლიდან მოხსნისთვის გათვალისწინებულია ფოლადისგან დამზადებული სპეციალური სახელურები.

ზედაპირი არათანაბრად თბება. ცენტრთან უფრო ახლოს არის გაცილებით ცხელი (დაახლოებით 350 ° C) და ცივი კიდეებზე (220 ° C). ტემპერატურის სხვაობა საშუალებას იძლევა, რომ ხორცი შეიწვას გემოვნების მიხედვით და ამავდროულად მოხდეს სხვადასხვა პროდუქტის მომზადება, რომლებსაც განსხვავებული ტემპერატურა სჭირდება.

საფარი შედგება ინერტული ორგანული მასალის რამდენიმე ფენისგან, რომელიც არ ახდენს რეაგირებას მომზადებულ საკვებზე. მას აქვს მაღალი ხარისხის გარემოსდაცვითი და ხანგრძლივი მომსახურება. ამის წყალობით, პროდუქტებში დაცულია ყველა სასარგებლო თვისება და შესანიშნავი გემო. დიდი ზომის ლანგარი გვაძლევს საშუალებას მოვამზადოთ ვახშამი 6-10 პერსონაზე.

დამხმარე საშუალებები:

მწარმოებელმა უზრუნველყო UNO– ს მაყალი-გრილებისთვის სხვადასხვა აქსესუარის შექმნა. ისინი საშუალებას მოგცემთ გაათავისუფლოთ თქვენი ფანტაზია და მოამზადოთ კერძები, რომლებიც აღაფრთოვანებს თქვენს სტუმრებს და ოჯახის წევრებს. გრილის ბადის და ქვაბის რგოლის დანართის დამონტაჟება შეიძლება ლანგარის შუაში ერთი მოძრაობით. უფრო მეტიც, ისინი შეიძლება განთავსდეს როგორც თავად დისკზე, ასევე სპეციალურ სტენდებზე, რომელიც ზედაპირს მაღლა აწევს 10 სმ-ით. ამის წყალობით ადვილია შეშის ჩადება ცეცხლში.

იმ ადამიანებისთვის, ვინც ქაბაბს ამჯობინებს, ცალკე სტენდია, რომელზეც შამფურები იდება.

ყველა მოწყობილობის დამონტაჟება და ამოღება შეიძლება ძალიან სწრაფად და უსაფრთხოდ, რადგან მოწოდებულია ფოლადის სახელურები.

ტრანსპორტირებისთვის, თქვენთვის მოსახერხებელი რომ იყოს, აქ არის სპეციალურად დამხადებული გადასაფარებლები. იმ დროს, როდესაც გრილი არააქტიურია, ის შეიძლება დაიფაროს დამცავი საფარით.

ინსტალაციის წესები:

დგამის განთავსებისთვის საჭიროა მოსწორებული ზედაპირი. დგამზე ჭანჭიკებით მაგრდება ცეცხლზე დასადგამი, ჯამისებური ქურა. შემდეგ ინთება ცეცხლი და იდგმება ზედ ტაფა.

მოვლა

საჭმლის მომზადების შემდეგ, დამწვარი ნარჩენები დისკიდან უნდა გაიწმინდოს ცენტრში. ნარჩებევი ცეცხლის თასში ჩავარდება და დაიწვება.

შემდეგ წაუსვით ზედაპირზე მცენარეული ზეთი და გადაუსვით ჩვარი. პერიოდულად ამოიღეთ ნაცარი.

მოხსენით საკინძი და ამოიღეთ ჯამი. გადაყარეთ ნარჩენები და ხელახლა ააწყვეთ კონსტრუქცია.

UNO-ს პროდუქცია იწარმოება უკრაინაში. კონსტრუქციის, ფიტინგების და აქსესუარების ყველა ნაწილის წარმოებისთვის გამოიყენება მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალები. UNO-ს მთლიანი ასორტიმენტი და აქსესუარებს აქვს გარანტია 3 წლის განმავლობაში.