გრილი მაგიდით UNO+ Table
რისთვის არის საჭირო გრილის მაგიდა UNO + TABLE ?
არცერთი პიკნიკი არ არსებობს ტრადიციულად, ღია ცეცხლზე მომზადების გარეშე. ამიტომ, სააგარაკე საღამო, წარმოუდგენელია მაყალის გარეშე.გრილი - მაგიდის განსაკუთრებულობები
მაყალის ახალ მოდელებს აქვთ მრგვალი ფორმა და მზადდება თასის სახით. UNO და UNO + ამ მხრივ ძალიან პოპულარულია. ისინი გამოირჩევიან ელეგანტური დიზაინით, ერგონომიკით,ტევადობით, ,მრავალფუნქციურობით. ტაფები მზადდება უახლესი ტექნოლოგით ზემყარი მასალებისგან. ფირფიტის ფორმის თასი დამზადებულია ნახშირბადოვანი ფოლადისაგან, ზედაპირი კი დაფარულია ორგანოსილიკონის(სილიციუმის მინანქარი) სქელი ფენით. სამწვადე-გრილებში შეგიძლიათ მოამზადოთ ყველანაირი კერძები - ტოსტებიდან სუპებამდე და ეს ყველაფერი შეშაზე. სპეციალური გადამყვანი თავაკების დახმარებით, ზედაპირი ადვილად გარდაიქმნება. სულ ახლახანს, UNO ს კოლექცია შეივსო ახალი ნივთით - UNOTABLE ანუ გრილის მაგიდით.შესაძლებლობები
გრილი- მაგიდა თავისთავში აერთიანებს ხაზის საუკეთესო მახასიათებლებს:- ერგონომიკა;
- ფუნქციონალურობა;
- სტილი;
- მოხერხებულობა;
- პრაქტიკულობა;
- ესთეტიკა.
- ხორცი;
- სუპი;
- თევზი;
- ბოსტნეული;
- სოკო;
- ტოსტი;
- ერბოკვერცხი.
მწარმოებელი გირჩევთ გამოიყენოთ UNOTABLE არა როგორც სრულფასოვანი სასადილო ადგილი, არამედ მხოლოდ როგორც სამუშაო ზედაპირი. ამასთან, არაფერი უშლის ხელს სტუმრებს სუფრასთან შეგროვ დნენ და ჭიქა ღვინით ხელში, თვალყური ადევნონ როგორ ამზადებენ მათ შესანიშნავ სადილს, დატკბნენ აალებული ცეცხლით და მაგიდაზე განთავსებული მსუბუქი კერძით. ამავე დროს, მასპინძელს არ სჭირდება გუნდისგან მოწყვეტა, რომ საჭმელს მიხედოს. მაგიდის ზედაპირი ზედმეტ მასიურობას არ მატებს ელეგანტურ გრილის თასს, მაგრამ მარტივად და ჰარმონიულად ერწყმის მას. ეს ორი ნივთი ორგანულად ავსებს ერთმანეთს ფორმით და ლაკონურობით. მაყალის არაპრიალა ფოლადის ზედაპირი და პრიალა ხის მაგიდა ელეგანტურად და მოდურად გამოიყურება.
მაგიდის ზედაპირი
მაგიდის ზედაპირი დაყოფილია 4 სექტორად. თითოეული ნაჭერი მაგრდება ფოლადის სამაგრებით, რომლებიცც უძლებენ მძიმე დატვირთვებს, მაგალითად თუჯის ჭურჭელს. ისინი დამაგრებულია მაგიდაზე საიმედო დამჭერებით, რომელიც დამზადებულია მტკიცე შეერთებით და დაფარულია ორგანოსსილიკონის ზედაპირით. მასალა, რომლითაც ზედაპირი მზადდება, არის გამძლე ფანერა 21 მმ სისქით. ზემოდან იგი დაფარულია პოლიმერული ლაქის რამდენიმე ფენით. საფარი იცავს ზედაპირს ტენიანობისა და მექანიკური დაზიანებისგან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ნაკეთობის ექსპლუატაციის ვადას. მაგიდის ზედაპირისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს:- მაღალი ტემპერატურა;
- გაბზარვა;
- დარტყმები;
- დაკაწვრა;
- ტემპერატურის ცვლილებები;
- ნალექები.
მაგიდა-გრილის ყველა დეტალი აღინიშნულია მწარმოებლის საფირმო ნიშნით, ლათინური ასო U, რაც აძლიერებს ბრენდისადმი ნდობას. გრილი-მაგიდა მშვენიერი შესაძლებლობაა ნათესავებისა და მეგობრების დიდ კომპანიასთან საღამოს გასატარებლად, საუბრის აუჩქარებლად. სიახლის წყალობით, აღარ გჭირდებათ ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა მოამზადოთ, რომ ყველას მოეწონოს. გრილი-მაგიდის ელეგანტური და მოდური დიზაინი დაამშვენებს აგარაკის თუნდაც ყველაზე დახვეწილ კუთხეს.